burger
  • აპარტამენტები

    33 000 $-დან

  • უკუგება

    5 - 6 წელი

  • შემოსავალი

    10 000 $ (წლიური)

ადგილმდებარეობა

საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსი მზირალი გონიოში, ბათუმის ცენტრიდან 10 კილომეტრის დაშორებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს.

პოპულარული კურორტი

გონიო შავი ზღის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს ყოველწიურად. გონიოს სანაპიროს ულამაზესი ბუნება და გამწვანებული მთები არტყამს გარს. სწორედ ეს ქმნის აქაური კლიმატის უნიკალურობას. კვლევების მიხედვით ზღვის წყალი აქ ყველაზე სუფთა და გამჭირვალეა.

image box
image box

განაშენიანების ცენტრი

ბოლო წლებში გონიო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქუტრული და მსხვილი ინვესტორული, მათ შორის დეველოპერული პროექტების მიზიდულობის წერტილი გახდა.

გონიოს სანაპიროზე აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბრენდების და ადგილობრივი დეველოპერული კომპანიების არაერთი პროექტის მშენებლობა: მათ შორისაა რადისონ ქოლექშენი, ვინდემი.

ხელმისაწვდომობა

გონიო ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გონიოდან 6 კილომეტრშია სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველოს ნატოს წევრ ქვეყანასთან, თურქეთთან აკავშირებს. გონიოს ტერიტორიაზე გადის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობა მსოფლიო ბანკით ფინანსდება. აღნიშნულ მაგისტრალს უმნიშნელოვანელი როლი ენიჭება ქვეყნის მასშტაბით და იგი მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს ქვეყნის შიგნით ლოგისტიკას და გადაადგილებას. გონიოდან ასევე მარტივად და სწრაფად არის ხელმისაწვდომი რამდენიმე მნიშვნელოვანი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო აადვილებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან წვდომას:

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 6 კმ.
  • ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტი 129 კმ.
  • რიზე-ართვინის აეროპორტი 84 კმ.
  • ტრაბზონის აეროპორტი 188 კმ.
image box
image box

ისტორიული ცენტრი

გონიო ამავე დროს ისტორიულად სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია. სწორედ მისმა სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ განაპირობა რომაელების მიერ ძვ. წ. I საუკუნეში გონიოს ციხის მშენებლობა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სწორედ გონიოს ციხესთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი ცნობილი მითი არგონავტების შესახებ. ანტიკური წყაროების თანახმად აფსაროსის (იგივე გონიოს ციხის) დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება.